Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით


 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 07.03.2011 წლის №04959/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების (2010–2011) მიმდინარე სემესტრის სასწავლო გეგმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. „პოლიტიკური მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი სალექციო საგნები:
ა) „სტრატეგია“ (პედაგოგი ლაშა ჭანტურიძე, მანიტობის უნივერსიტეტი, კანადა);
ბ) „პოსტკოლონიანიზმი და პოსტსოვეტიზმი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (პედაგოგი პალ ტამაში, სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია, ბუდაპეშტი) (დანართი 1);

 

2. „პოლიტიკური თეორიის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს არჩევითი საგანი „ძალაუფლების თანამედროვე თეორიები და მეტამორფოზები კულტურაში“, (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 2);

 

3. „სოციოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაში „კულტურის პოსტმოდერნულოი ტრანსფორმაციების“ ნაცვლად ჩაიწეროს სავალდებულო-არჩევითი საგანი „სოციალური ანთროპოლოგია“ (პედაგოგი ასისტ. პროფ. თეონა მატარაძე)  (დანართი 3);

 

4. „სოციალური მუშაობის“ სამაგისტრო პროგრამაში:
ა) კურსის „საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობა“ სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით: „საერთაშორისო სოციალური სამუშაო და სოციალური კეთილდღეობა“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. ნინო შატბერაშვილი);
ბ) სოციალური მუშაობის პრაქტიკის საკრედიტო მოცულობა 20–ის  ნაცვლად გახდეს 15 კრედიტი (დანართი 4).

 

5. „ანთროპოლოგია: ინტერდისცპლინური კვლევები“ სამაგისტრო პროგრამაში დაემატოს არჩევითი საგანი „კულტურის თანამედროვე ტრანსფორმაციები“ (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 5).

 

6. „განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება“ სამაგისტრო პროგრამაში:
ა) დაემატოს კურსი „ორგანიზაციული კონსულტირება და ქოუჩინგი“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. გიორგი გოროშიძე);
ბ) კურსის „ჯგუფის კონსულტირება“ საკრედიტო მოცულობა 10 კრედიტის ნაცვლად გახდეს 5 კრედიტი (დანართი 6).

 

7. „მედია და ახალი ტექნოლოგიების“ სამაგისტო პროგრამას დაემატოს სავალდებულო–არჩევითი საგანი „პროფესიული წერა მეცნიერების, განათლების  და ტექნოლოგიების შესახებ“ (პედაგოგი ასოცირებული პროფესორი მარიამ გერსამია) (დანართი  7);

 

8. „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს „კონფლიქტების მართვის უნარ–ჩვევების განვითარება სკოლაში“ – არჩევითი კურსი მაგისტრანტებისთვის (პედაგოგი, პროფესორი გuგული მაღრაძე); (დანართი 8);

 

9. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს დადგენილების  უნივერსიტეტის  ვებ–გვერდზე განთავსება.

10. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

11. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი